კონფიდენციალურობის პოლიტიკა

GeoDeal ამუშავებს მხოლოდ პლატფორმის მუშაობისთვის საჭირო მონაცემებს.

მონაცემები

ვაგროვებთ მოგზაურის სახელს, ტელეფონს, ელფოსტას, სურვილის შემთხვევაში სოციალურ ქსელს, მარშრუტს, თარიღებს, სტუმრების რაოდენობას, ბიუჯეტსა და კომენტარს. პარტნიორისგან — ბიზნესისა და წარმომადგენლის სარეგისტრაციო და საკონტაქტო მონაცემებს.

მიზანი და მიმღები

მონაცემები გამოიყენება მოთხოვნის, ანგარიშის, გადახდისა და უსაფრთხოების სამართავად. მოგზაურის პირადი კონტაქტი ღია კატალოგში არ ჩანს და იხსნება მხოლოდ ერთი პარტნიორისთვის, რომელმაც მოგზაურის მოთხოვნა შეიძინა. ტექნიკური მონაცემი შეიძლება დაამუშაოს ჰოსტინგის, ელფოსტისა და გადახდის პროვაიდერმა.

თანხმობა და უფლებები

ვინახავთ თანხმობის ტექსტის ვერსიასა და დროს. წვდომის, შესწორების ან წაშლის მოთხოვნისთვის მოგვწერეთ support@geodealtravel.com.

უსაფრთხოება და შენახვა

პერსონალური მონაცემების დასაცავად ვიყენებთ დაშიფვრას, წვდომის კონტროლსა და სარეზერვო ასლებს. მოგზაურის მიერ შევსებული მოთხოვნა და მასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები ინახება მოთხოვნის შექმნიდან 3 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც იშლება ან ხდება მათი ანონიმიზაცია. პარტნიორის ანგარიშისა და ბიზნესის მონაცემები ინახება ანგარიშის მოქმედების განმავლობაში. ანგარიშის დახურვის შემდეგ მონაცემები იშლება ან ანონიმიზდება, გარდა იმ ინფორმაციისა, რომლის შენახვაც კანონით ან ფინანსური აღრიცხვის მიზნით აუცილებელია.