იურიდიული ინფორმაცია
მომსახურების პირობები
ბოლო განახლება: 30 სექტემბერი, 2026
GeoDeal არის შპს „პროსპექტ ჰაბის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405889114) ონლაინ პლატფორმა, რომელიც მოგზაურის მოთხოვნას აკავშირებს საქართველოში მოქმედ პარტნიორ ბიზნესთან. GeoDeal თავად არ ყიდის სასტუმროს, ტურს, ტრანსფერს ან სხვა ტურისტულ მომსახურებას.
მოგზაურებისთვის
მოთხოვნის გაგზავნა უფასოა. მოგზაური ადასტურებს ინფორმაციის სისწორეს და თანხმდება მოთხოვნისა და საკონტაქტო მონაცემების ერთ შემძენ პარტნიორზე გადაცემას.
პარტნიორებისთვის
ერთქალაქიანი მოგზაურის მოთხოვნის სტანდარტული ფასი არის 5 ₾, მრავალქალაქიანი ტურის მოგზაურის მოთხოვნის — 15 ₾, თუ კატალოგში სხვა ფასი არ წერია. თითო მოგზაურის მოთხოვნა მხოლოდ ერთ პარტნიორზე იყიდება.
GeoDeal ყიდის მოთხოვნასა და კონტაქტზე წვდომას და არ იძლევა ჯავშნის, ხელშეკრულების ან გაყიდვის გარანტიას.
გადახდა
კონტაქტი იხსნება მხოლოდ პროვაიდერის მიერ წარმატებული გადახდის დადასტურების შემდეგ. საბარათე მონაცემები GeoDeal-ში არ ინახება.
წესების დაცვა
აკრძალულია მონაცემების უკანონოდ გავრცელება, სპამი და უსაფრთხოების დარღვევა. GeoDeal-ს შეუძლია დამრღვევი ანგარიში შეზღუდოს ან დაბლოკოს.